ჯანაშიას თქმით, მთავარ კითხვაზე, რატომ უსმენდნენ მას ფარულად, საგამოძიებო უწყებიდან არ მიუღია.
საუბარია უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული, სავარაუდოდ, სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას საუბრის ჩანაწერის საფუძველზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე.
"ეს იყო ჩვეულებრივი სატელეფონო საუბარი, სადაც ნახსენები ვიყავი. თვითონ შინაარსიდანაც ჩანდა რომ არანაირი შემხებლობა მქონდა და არც მომავალში მექნებოდა აღნიშნულ საქმესთან. დღეს გავეცანით მასალებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფარული მიყურადების ქვეშ ვიყავი. ვერ ვნახე რაიმე დასაბუთებული პასუხი თუ რატომ გახდა თუნდაც ჩემი ამ შენობაში დაბარება საჭირო. ან რატომ მისმენდნენ"- აღნიშნა ჯანაშიამ.
ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სასამართლოს განჩინება გააცნეს, რის საფუძველზეც თემურ ჯანაშიას ფარულად უსმენდნენ.
ბექა ბასილაის თქმით, განჩინებაში არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ ხორციელდებოდა ფარული მიყურადება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსზე.
მასალის გამოყენების პირობები






