სასამართლო მერიის ყოფილი მაღალჩინოსნისა და არქიტექტორისთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 17:04, 01 Sep, 2017     1773
თბილისის საქალაქო სასამართლო მერიის ყოფილი მაღალჩინოსნისა და მასთან ერთად დაკავებული კერძო აუდიტორის საქმესტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ ვ. მ.-ს და ლ.ძ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობის ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა.


ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ურთიერთშეთანხმებით ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმების სანაცვლოდ მოქალაქეს თითქოსდა თბილისის მერიის თანამშრომლებისათვის გადასაცემად 38 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2016 -2017 წლებში 15 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ და ცდილობდნენ შეთანხმებული თანხის დარჩენილი ნაწილის მოტყუებით მიღებას.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, გამოძიების მიმდინარეობაში უარყოფითი ჩარევის საფრთხეთა გათვალისწინებით სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალდებულთა მიმართ მიზანშეწონილად მიიჩნია მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 25 ოქტომბერს, 12:30 საათზე გაიმართება"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42