მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ხმაურიანი დაკავება - "ურეკავდა, ითხოვდა იმ თანხას რომელიც ეკუთვნოდა" - ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ
სამართალი - 15:46, 01 Sep, 2017     4645
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს საქმეში დაკავებული კიდევ ერთი ბრალდებული არქიტექტორი ვალერი მიმინოშვილი.

ადვოკატი კახა კვაშილავა აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებები აბსურდულია.

ვალერი მიმინოშვილის ადვოკატის თქმით, ან უკანასკნელს მართლაც ჰქონდა ერთ-ერთ ინვესტორთან, ია იაშვილთან, მოლაპარაკება დიღომში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ეს იყო კერძო შეკვეთა და ის შრომის ანაზრაურებას ითხოვდა და თანხა რამდენჯერმე მართლაც აიღო.

ლევან ძაგნიძის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქევშ მყოფი ვალერი მიმინოშვილს კონსულტაციას უწევდა მშნებლობის ნებართვებთან დაკავშირებით.

"არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას, რადგან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. პროკურატურის ყველა ის მასალა აბსურდია, რომელსაც პროკურატურა სასამართლოში წარადგენს და რაც ბრალს საფუძვლად ედება. არცერთ წარდგენილ მტკიცებულებაში, ვიდეო-აუდიო, ჩემი დაცვისქვეშ მყოფი პირი არ ჩაანს. არავითან არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. შესაბამისად წარდგენილი ბრალდება ემყარება ვარაუდებს"- განაცხადა კვაშილავამ.

პროკურატურის მტკიცებულებების გაქარწყლებას გეგმავს ვალერი მიმინოშვილის ადვოკატიც.

არქიტექტორის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, რომ მიმინოშვილმა მამდვილად აიღო გასამსჯელო კერძო პირისგან. მათი თქმით დაკავებული კუთვნილ და დარჩენილ ანაზღაურებას ითხოვდა.

"ურეკავდა, ითხოვდა იმ თანხას რომელიც ეკუთვნოდა. ინტერესდებოდა რატომ უკავებდნენ ნაშრომ თანხას. ეუბნებოდნენ რომ ჩაურიცხავდნენ, ბოლოს უთხრეს 30-ში ჩაგირიცხავთო. ეკონტქტებოდა ვინმე იას"- აღნიშნავს დაკავებულის ოჯახის წევრი.

პროკურატურის ინფორმაციით, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლევან ძაგნიძემ კერძო არქიტექტორ ვალერი მიმინოშვილთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, განიზრახეს და მოქალაქეს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ შეთანხმებას, რისთვისაც მოქალაქაეს თითქოს მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს 38 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო ორგანოძი აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა მოქალაქე ი.ი-ს მიერ სხვადასხვა დროს ეტაპობრივად იქნა გადაცემული დაკავებულებისთვის.

შოთაძის უწყების მირ გგავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულებმა აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42