სახელმწიფო ბრალდება ამ უკანასკნელს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობას ედავება. საუბარია 38 ათას ამერიკულ დოლარზე.
ადვოკატი კახა კვაშილავა საკითხის კომეტირებისას აღნიშნავს, რომ ძაგნიძე თბილისის მერიის თანამშრომელი წელიწადზე მეტია რაც აღარ არის, შესაბამისად, ბრალდებუს განცხადება, რომ თითქოს ძაგნიძე მერიასთან საკუთარ კავშირებს შესაბამისი საქმიანობისთვის იყენებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან კვაშილავა ამბობს, რომ არც ერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში დევს ლევან ძაგნიძის დანაშაულს არ ამტკიცებს.
„პროკურატურა აპელირებს იმაზე, რომ ლევან ძაგნიძეს ჰქონდა კავშირები მერიასთან და შესაბამისად იყენებდა ამას საქმიანობისთვის. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ლევან ძაგნიძე წელიწადნახევარია მერიის თანამშრომელი არ არის, მას არანაირი გავლენა მერიის თანამშრომლებთან მიმართებაში არ ჰქონია. ძაგნიძე რიგ შემთხვევებში კონსულტაციებს არქიტექტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით მიმინოშვილს უწევდა. შესაძლებელია სხვებსაც უწევდა იმიტომ, რომ არის მაღალი დონის პროფესიონალი. არანაირი თანხა კონკრეტული საქმიდან მას არ აუღია,“-განაცხადა ლევან ძაგნიძის ადვოკატმა კახა კვაშილავამ.
რაც შეეხება სამეში კიდევ ერთ ბრალდებულს, არქიტექტორ ვალერი მიმინოშვილს მისი პოზიცია უცნობია, რადგან მიმინოშვილის ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს.
პროკურატურის ინფორმაციით, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლევან ძაგნიძემ კერძო არქიტექტორ ვალერი მიმინოშვილთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, განიზრახეს და მოქალაქეს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ შეთანხმებას, რისთვისაც მოქალაქაეს თითქოს მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს 38 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო ორგანოძი აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა მოქალაქე ი.ი-ს მიერ სხვადასხვა დროს ეტაპობრივად იქნა გადაცემული დაკავებულებისთვის.
შოთაძის უწყების მირ გგავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულებმა აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






