რა ინფორმაციას სთხოვდნენ დეკანოზს სასულიერო პირებზე? - მამა გიორგი სკანდალური სიტყვისთვის ემზადება
სამართალი - 09:32, 01 Sep, 2017     4785
,,ციანიდის საქმის" მთავარ ბრალდებულს 20 გვერდიანი საბოლოო სიტყვის წერა დასრულებული აქვს. მამა გიორგი მამალაძე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქმის ბოლო სხდომა გაიმართება დასკვნითი სიტყვით წარსდგება. ბრალდებული მისმა უფლებადამცველებმა ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე მოინახულეს.

როგორც "ნიუპოსტს" ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, დეკანოზი "ციანიდის საქმის" დეტალებზე, საპატრიარქოს არსებულ შიდა დაპირისპირებაზე, შორენა თეთრუაშვილის ფაქტორსა და "ბევრ საინტერესო" დეტალზე ისაუბრებს.

რამიშვილის თქმით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში უმძიმესი დანაშაულის მომზადებაში ბრალდებული პირი აუცილებლად გამართლდება.

"თუ საქართველოში დამოუკიდებელი, სამართლიანი მართლმსაჯულება არსებობს, იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც სახელმწიფო ბრალდებამ წარმოადგინა, დასკვნითი სიტყვის საფუძველზე, რაც ჩვენ გვექნება წარმოდგენილი მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი უნდა მიიღოს. დასკვნით და მე ვიტყოდი არასაბოლოო სიტყვას იტყვის თავად მამა გიორგი მამალაძეც. მას წერილში დეტალურად აქვს განხილული ყველა ის გარემოება, რისი მსხვერპლიც შეიძლება ის ყოფილიყო. სიტყვაში ის მის მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრებს, რომ შორენა თეთრუაშვილი ვერანაირად იქნებოდა ხელისშემშლელი ფიგურანტი წინსვლაში. იტყვის, რომ ეს არის აბსურდი და გარკვეული პირების ინტერესებია ამ ყველაფრის უკან"- განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, სასულიერო პირი დღევანდელ სიტყვაში კონკრეტულ სახელებზე ისაუბრებს.

"მისი მხრიდან ამავდროულად საუბარი იქნება თუ რა ინტერესი ჰქონდა სახელმწიფო ბრალდებას და რა ინფორმაციას ითხოვდნენ მისგან და რაც გარკვეულ სასულიერო პირებს ეხება, რაზეც მისი (დეკანოზის) მხრიდან უარი იყო ნათქვამი. მოგეხსენებათ ეკლესია და საპატრიარქო საჯარო სამსახური არ არის და იქ მოძღვრები ერთმანეთის საიდუმლოებებს ფლობენ. მათ (ბრალდების მხარეს) რა უნდა ეს მეორე საკითხია, მაშინ გამოდის რომ ჩვენი ეკლესია დამოუკიდებელი არ ყოფილა"- განმარტა მიხეილ რამიშვილმა.

უფლებადამცველის თქმით, მამა გიორგი მამალაძოს ექვსივე ადვოკატი დღევანდელ პროცესზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

„მოსამართლეს დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას და ხაზს გავუსვამთ იმას, რომ წარდგენილი ბრალდება პროკურატურის მტკიცებულებებით ვერ დასტურდება. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ეს შეთითხნილი საქმეა"- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.

ბრალდებულის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ დღეს საუკუნის საქმის მოსამართლეები გამოცდას ჩააბარებენ და პროკურატურის ზეწოლას გაუძლებენ.

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ”თუ საქართველოში სამართლიანობა არსებობს, მამა გიორგი მამალაძე აუცილებლად უნდა გამართლდეს“.

„იმედია მოსამართლე პროკურატურის ზეწოლას გაუძლებს და ჩემი ძმა, მამა გიორგი მამალაძე შეძლებს სიმართლის დამტკიცებას. პროგნოზის გაკეთება მიჭირს, თუმცა თუ საქართველოში მართლმსაჯულება არსებობს მამაომ საბყრობილე უნდა დატოვოს“- განაცხადა მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით აიყვანეს. პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს.

თბილისის აეროპორტში მის დაკავებას კატეგორიულად უარყოფს ბრალდებული. სასამართლოზე დეკანოზმა მამალაძემ აღნიშნა, რომ მისი დაკავება აეროპორტში არ მომხდარა.

მეტიც, მამალაძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ დაკავებისას მას ხან პატრიარქის მკვლელობის აღარებას, ხანაც სხვა სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობას სთხოვდნენ.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".

27 აპრილს კი საქმეზე პროკურატურამ თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. უწყების ცნობითვე, მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.

ყველაზე სკანდალური საქმის დასკვნითი სხდომა, რომელიც თბილისის საქამაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე დაიწყება მედიისთვის დახურული იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42