თბილისის საქალაქო სასამართლო ბექა წიქარიშვილის საქმეთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 13:36, 31 Aug, 2017     1459

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულ ბექა წ.-ს მიმართ. სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქმის მასალების თანახმად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა 69,5453 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რომელიც სამართალდამცველებმა პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოიღეს. შესაბამისად, მას ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვა, რომელიც (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად 7დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ბექა წ.-ს სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი (70 გრამამდე) ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნებისთვის - შეძენა და შენახვისათვის ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბექა წ.-ის მიმართ გამოძიების ეტაპზე წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი) გადააკვალიფიცირა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვაზე (საქართველოს სს კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი ) და სასჯელის სახედ დაუნიშნა ჯარიმა 3800 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ მას დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42