კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
სამართალი - 12:22, 31 Aug, 2017     1721
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე, მოქალაქე, ბენზოხერხის გამოყენებით, ჭალის მუხის სახეობის ხეებს უკანონოდ ჭრიდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, ხე-ტყის მოპოვების სათანადო დოკუმენტაციის მოთხოვნის პასუხად, მოქალაქემ მათ ჩართული ბენზოხერხის საშუალებით წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ დაემორჩილა ხეების ჭრის შეჩერების მოთხოვნას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ადგილზე შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების გამოძახება, რომლებმაც სამართალდამრღვევი ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული პირის მხრიდან მსგავსი სამართალდარღვევის ფაქტები ხშირია - 2013 წლიდან დღემდე, მის მიმართ შედგენილია 17 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და საერთო ჯამში, ჯარიმისა და გარემოზე მიყენებული ზიანის სახით, მას დაკისრებული აქვს 12 000 ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42