სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით დევნის დაწყების მაჩვენებელით მკვლელობის მცდელობისთვის დევნა დაიწყო 5 შემთხვევაში, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში -3, თვითმკვლელობამდე მიყვანა- 2, განზრახ მკვლელობა 2, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით -1, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა -1, ოჯახური ძალადობა - 109, ძალადობა- 107, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება - 33, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება -14, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება- 8, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით -3, ცემა -1 , განსაცდელში მიტოვება -2, შიდსის შეყრა-1 , სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან - 10, გაუპატიურება - 2, გარყვნილი ქმედება -1, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება -1, მუქარა -26 , თავისუფლების უკანონო აღკვეთა- 9, შრომის დაცვის წესის დარღვევა -1, ადევნება- 1, ქურდობა - 293, თაღლითობა- 64, ძარცვა - 21, ყაჩაღობა -17, გამოძალვა-2, ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება- 6, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - 48, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა- 2, აფეთქება- 1, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა- 10, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულზე დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება- 180, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება- 130, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება- 31, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დანაშაულზე დევნა დაიწყო 72 პირის მიმართ, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა- 5, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა -5, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება- 49, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა- 7, მიწის გაუვარგისება- 3, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების დანაშაულზე დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ, ქრთამის აღება -2, ყალბი დოკუმენტების დამზადება- 76, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა-32, სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვების დანაშაულზე დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ.
2017 წლის ივნისის თვეში დევნა შეწყდა 43 პირის მიმართ. მათგან ყველაზე მეტი დასავლეთ საქართველოში 23, ხოლო თბილისში 8 პირზე.
2017 წლის ივნისში სულ დაზარალებულ პირთა რაოდენობამ შეადგინა 938. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტი დაზარალებული 25 წლიდან 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია- 200 პირი, ყველაზე ცოტა 18 წლამდე- 65 პირი, დაზარალებულთა 53% მამრობითი სქესისაა -501 პირი, ხოლო 47% მდედრობითი- 437 პირი. 2017 წლის ივნისის თვეში დაზარალებული პირების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა 93%- 903 პირი, 3,5% კი უცხოეთის მოქალაქე- 33 პირი.
2017 წლის ივნისის თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 15 არასრულწლოვნის მიმართ. აქედან 13,3% (2 პირი) მოდის პირებზე, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. მათ შორის ყველაზე მეტი არის ქურდიბის მუხლით-8, ყაჩაღობა-3.
2017 წლის ივნისის თვეში სულ დაზარალდა 65 არასრულწლოვანი. დაზარალებული
არასრულწლოვნები დანაშაულების მიხედვით ამგვარია ოჯახური ძალადობა- 13, სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან- 12, გარყვნილი ქმედება - 2. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დანაშაულზე დაზარალდა 16 არასრულწლოვანი.
2017 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე შემოსული 1340 შუამდგომლობა. განხილული შუამდგომლობებიდან დაპატიმრების ხვედრითი წილი შეადგენს 23,4%-ს, გირაოს ხვედრითი წილი - 75,5%-ს, პირადი თავდებობის - 0,4%-ს, გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების ხვედრითი წილი - 0,4%-ს. სულ განხილული შუამდგომლობიდან სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 705 შუამდგომლობა, ანუ 52,6%. მათ შორის: დაპატიმრების შეფარდებაზე განხილული შუამდგომლობებიდან სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 73,6%, გირაოს შეფარდებაზე დაკმაყოფილებულ იქნა 46,1%. დაპატიმრება; 23,4% (314) გირაო; (75,5% (1012) შეთანხმება გაუსვლელობისა ა სათანადო ქცევის შესახებ 0,4% (5) პირადი თავდებობა 0,4%(6) 35 დატოვებულია განუხილველად საპროცესო შეთანხმების დამტკიცების გამო საგამოძიებო ორგანოებიდან შემოსული 524 შუამდგომლობა, ანუ 39,1%. საგამოძიებო ორგანოებიდან შემოსული შუამდგომლობებიდან უარი ეთქვა მოცემული შუამდგომლობის შეფარდებაზე და შეეფარდა სხვა აღკვეთის ღონისძიება, ან უარი ეთქვა შეფარდებაზე 111 შუამდგომლობას, ანუ 8,3%-ს;
2017 წლის ივნისში სულ მსჯავრდებული 1346 პირიდან:
- თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 353 პირს, ანუ 26,2%-ს;
- პირობითი მსჯავრი შეეფარდა 656 პირს, ანუ 48,7%-ს;
- ჯარიმა შეეფარდა 235 პირს, ანუ 17,5%-ს;
- საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 პირის, ანუ 7,1%.
2017 წლის ივნისში სულ მსჯავრდებული 1346 პირიდან მამაკაცი შეადგენდა 95,1%-ს, ხოლო ქალი 4,9%-ს. ალკოჰოლურ სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულის ხვედრითი წილი შეადგენდა 0,6%-ს, ნარკოტიკულ სიმთვრალეში კი 0,7%-ს; ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ხვედრითი წილი შეადგენს 3,9%-ს. სოფლად ჩადენილი დანაშაული შეადგენს 22,1%-ს. სულ მსჯავრდებული პირებიდან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე იყო 3,6%
მასალის გამოყენების პირობები






