„თანასწორობის მოძრაობის“ წევრებს თორნიკე კუსიანსა და ლევან ბერიანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ბრალდება „თანასწორობის მოძრაობის“ წევრების უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. დაცვის მხარის განმარტებით კი სასამართლო პროცესზე შესაბამისი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. ასევე სამართალდამცავებმა მტკიცებულების სახით აუდიო მასალა წარადგინეს.
"მტკიცებულებები ოქმის შემდგენი პირის მიერ არ იყო წარმოდგენილი. ეს ადამიანები უკმაყოფილეობი არიან პოლიციის თანამშრომლების, რადგამ მათ ინცინდენტის დროს დროული რეაგირება არ მოახდინეს. დაკავებულების მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს", - აღნიშნა საიას იურისტმა პაატა დიასამიძემ.
„თანასწორობის მოძრაობის" წევრები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 24 აგვისტოს ღამით დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






