ცენტრ პოინტსა და სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაკმაყოფილდება „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების ორი მთავარი მოთხოვნა, დაზარალებულების სრულად დაკმაყოფილება და მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის ციხიდან გათავისუფლება.
"პროკურატურა, ეკონომიკის მინისტრიც და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც საქმის კურსში არიან. გაფორმებისთანავე საქმე დაიძვრება, დაკავებულებიც საპატიმროს დატოვებენ. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება სექტემბერი, თუმცა კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით.
31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია ‘’ცენტრ პოინტი ჯგუფის’’ წარმომადგენლების მიერ განხორციელებული თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულების მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
მასალის გამოყენების პირობები






