მიხეილ იაშვილს ბრალად კახა ძნელაძის მკვლელობა ედება.
დღევანდელი პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. პროცესზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე მივიდა. ვანდა იმნაძე სასამართლო დარბაზში შესვლას ცდილობდა, თუმცა მანდატურებმა მას ამის საშუალება არ მიცეს. კახა ძნელაძის მეუღლე მიხეილ იაშვილის უფლებების დამცველს სიტყვიერად დაუპირისპირდა:
„მკვლელს რომ იცავ, როგორ მიყურებ თვალებში, გულგაგლეჯილი ქმარი მიწევს... არსებობს ადამიანური მორალი, რომელიც არ გაგაჩნია“- მიმართა ვანდა იმნაძემ იაშვილის ადვოკატს.
კახა ძნელაძის მეუღლემ ჟურნალისტებთან ძნელაძე-იაშვილის დაპირისპირების მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს დაპირისპირება ტაქსების ბიზნესის გაყოფის გამო არ ქონიათ, არამედ იმის გამო რომ იაშვილი ტაქსებს ფულს სძალავდა:
„ჩემი ქმარი იმიტომ კი არ ეჩხუბა და სცემა მაგას, რომ ბიზნესი ვერ გაიყვეს. იმირომ ეჩხუბა რომ ეგ ფულს ართმევდა ტაქსებს“- - განაცხადა იმნაძემ.
წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 ოქტომბერს ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






