მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი, რომელიც კახა ძნელაძის მკვლელობის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული სასამართლო პროცესის დაწყებამდე და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას შეუძლოდ რამდენიმეჯერ გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა სასამართლოში უკვე მივიდა.
იაშვილს რომელსაც ბრალს 47 წლის კახა ძნელაძის მკვლელობაში სდებენ, დღეს აღკვეთის ღონისძიების ფორმა უნდა განუსაზღვრონ. ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობაა, ხოლო იაშვილის უფლებადამცველი ითხოვს, რომ ბრალდებულ მიხეილ იაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი ფორმა არ გამოიყენოს ან უკიდურეს შემთხვევაში გირაო შეუფარდოს.მკვლელობა მთაწმინდაზე 16 აგვისტოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობამდე გარკვეული დროით ადრე გარდაცვლილსა და მკვლელს შორის ურთიერთშელაპარაკებას და გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი, შესაძლოა მკვლელობის მოტივი სწორედ აღნიშნული გამხდარიყო
მასალის გამოყენების პირობები






