როგორც საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებმა დავალიანებების შესახებ ინფორმაცია დეტალურად გამოკითხეს.
”გამომკითხეს ყველა იმ დავალიანების შესახებ, რომელიც ჩვენს მიმართ აქვთ სხვადსხვა კომპანიებს და მისაღები გვაქვს თანხები. ასევე, დეტალურად გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ რა დავალიანებები გაგვაჩნია ჩვენ. არც ერთ და არც მეორე მხარეს არაფერი უსაშველო არ არის. ასევე გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, რა თანხები გვაქვს მისაღები, რას ვგეგმავთ. ჩვენ გვაქვს „ბლექ სი არენას“ წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომ 31 ოქტომბრამდე ჩვენ იქ ღონისძიება უნდა ჩავატაროთ და დაინტერესდნენ, ვაპირებთ თუ არა ამ ღონისძიების ჩატარებას. დავუდასტურე და თქვენც გიდასტურებთ, რომ ამის გაკეთებას ვაპირებთ. ასევე აინტერესებდათ, ვაპირებთ თუ არა „ჯემ ფესტ 2018“-ის გაკეთებას და ვუთხარი, რომ ვაპირებთ. გაირკვა ისიც, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის და მე როგორც ვიცი, გამოიკითხება ყველას, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონია „ჯემ ფესტთან“ ფინანსურ ასპექტში”, - განაცხადა გიორგი სიგუამ.
„ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის თქმით, მისი ინფორმაციით აღძრულია საქმე რაღაც ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა სიგუას თქმით, დეტალების მისვით უცნობია, თუ რას ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები






