ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასა და შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე მოკვლევა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გიორგი სიგუას განცხადებით, თანხა მთლიანად მუსიკოსების ჰონორარებს მოხმარდა, რაც დოკუმენტებშიც გამჭვირვალედ არის გაწერილი.
„ცოტათი გაუგებარია ეს ყველაფერი და მაგიტომაც ჩამოვედი რომ გავარკვიო. რატომ ამოიღეს ჩვენი ოფისიდან დოკუმენტაცია და რატომ წაიღეს კომპიუტერები. ფინანსურ დარღვევას რაც შეეხება , არცერთი თეთრი ჩვენს კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიუღია, ფული გადაურიცხეს პირდაპირ იმ არტისტებს, რომლებიც გამოვიდნენ ჯემფესტზე.“- განაცხადა გიორგი სიგუამ. მისი თქმით როგორც მას აქვს ინფორმაცია, გამოძიება ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით, მიდის თუმცა მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს ვისი ქონება დაზიანდა და რა კავშირი აქვს ამას ფესტივალთან და მასთან.
მასალის გამოყენების პირობები






