ორი დღის წინ მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხადარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წუყენებენ.
იაშვილი ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიებას ბრალის წასაყენებლად 48 საათიანი ვადა აქვს, ამავე ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიები სახის შეფარდებაზე.
მიხეილ იაშვილი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს, ასევე იგი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ჭონქაძის ქუჩაზე 47 წლის კახა ძნელაძე მოკლეს, გამოძიება ოფიციალურ მოტივად შურისძიებას ასახელებს. იაშვილი აღნიშნავს, რომ მას კონფლიქტი არ ჰქონია მოკლულთან. ერთ-ერთ მიზეზად ე.წ. სამარშუტო ტაქსების ბიზნესი სახელდება.
დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მკვლელობის დროს მისი შვილი შინ იმყოფებოდა. აღსანშნავია, რომ იაშვილი წარსულში სამჯერ არის ნასამართლევი.
რაც შეეხება მოკლულს, ძნელაძის „კრიმინალურ სამყაროსთან“ კავშირზე საუბრობენ.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, იაშვილმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ასევე, მას აღენიშნება სხვადასხვა ტრავმები, რაზეც ბრალდებული აღნიშნავს, რომ ეს ტრავმები დაკავებისას მიაყენეს.
მასალის გამოყენების პირობები






