შსს-მ რეაგირება მოახდინა აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე
სამართალი - 18:27, 17 Aug, 2017     2131

2017 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვრცელდება:

• დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე;

• ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე.

აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის ფაქტებზე, მოქალაქეთა მხრიდან მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რეაგირებას ახდენს შსს-ს უფლებამოსილი პირი.

ცვლილებების თანახმად:

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების პირველად გადამეტება იწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის გაფრთხილებას, ხოლო ამავე სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენა იწვევს ფიზიკური პირის - 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება იწვევს ფიზიკური პირის - 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ამ ტიპის სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამავე ქმედების მეორედ და ამის შემდეგ, ყოველი მომდევნო ჩადენა იწვევს ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღის (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებისთვის, ანუ, როცა სათავსში დახურულია კარები და ფანჯრები (გამონაკლისია ჩაშენებული სავენტილაციო არხები) და ჩართულია ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე, განათების მოწყობილობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგინდეს აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტი, საპატრულო ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შევიდეს შესაბამისი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე.

ცვლილებების ამოქმედებიდან, შსს-მ რეაგირება მოახდინა აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე.

ტექნიკური რეგლამენტი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ იხილეთ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42