"ხმაურმზომის სპეციალური აპარატურით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან აღჭურვილი. შესაბამისად, გამოძახების შემთხვევაში მიიტანენ ადგილზე და მოხდება ადგილზე ხმაურის გაზომვა, დაფიქსირდება, არის თუ არა სამართალდარღვევა. პირველი შემთხვევა აკუსტიკური ხმაურის შემთხვევაში გაფრთხილებაა, ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა უკვე ითვალისწინებს სანქციებს ფიზიკური პირისთვის 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის 500 ლარიან ჯარიმას. ამ სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირი თუ აღნიშნულ ქმედებას გაიმეორებს სახდელდადების პერიოდში, უკვე საჯარიმო სანქციები გაორმაგდება და შესაბამისად 300 ლარიანი და 1000 ლარიანი საჯარიმო სანქცია გახდება. მოსახლეობის გასაგონად აუცილებელია ითქვას რომ ისეთი ხმაური , როგორიც არის საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო თუ საჰაერო ინფრასტრუქტურით გამოწვეული, სამართალდარღვევად არ ითვლება“- განაცხადა შაბურიშვილმა.
მისი თქმით ხმაური ხმაურმზომებით გაიზომება შენობაში კედლიდან ერთი მეტრის, ხოლო ფანჯრიდან მეტრანახევარის მოშორებით.
"პიროტექნიკის გამოყენება არ იზღუდება 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 13 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ასევე 9 აპრილსა და 26 მაისს.
ხმაურის შემთხვევაში მოქალაქემ 112 უნდა დარეკოს
მასალის გამოყენების პირობები






