პირებს, რომლებმაც ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს და ხეზე მიაბეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
სამართალი - 14:21, 14 Aug, 2017     2362
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები ზ. ბ. და გ. ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ზ. ბ. და წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი გ. ა., მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს რ. გ. - ს. თავდამსხმელებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და მუქარით გასტაცეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ტოიოტა სიენტა“, ფულადი თანხა და სხვადასხვა ნივთები, შემდეგ კი ძალის გამოყენებით ხეზე მიაბეს, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა 2016 წლის 6 დეკემბერს ზ. ბ. ქალაქ ქუთაისში, ხოლო გ. ა. ლილოს დასახლებაში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით) წარედგინათ, ხოლო გ. ა. - ს დამატებით 179-მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ. ა. - ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და 6 თვით, ხოლო ზ. ბ. - ს 7 წლითა და 6 თვის ვადით განუსაზღვრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42