ბექა ხახუბიას საქმეზე ბრალდებული პოლიციელები სამსახურიდან გათავისუფლდნენ - პროკურატურის განცხადება
სამართალი - 16:09, 11 Aug, 2017     1959
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, პოლიციელები სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

"საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი. პროკურატურამ მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობით მიმართა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 1 000 ლარის ოდენობით შეუფარდა და მათი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW X5“-ის მარკის ავტომანქანის შეჩერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პატრულ-ინსპექტორებმა ზ.რ.-მ, გ.ს.-მ და ნ.ხ.-მ, გადაამეტეს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას და გორის გვირაბთან მოქალაქეთა ავტომანქანებით გადაკეტეს საავტომობილო გზა. აღნიშნული ქმედებით პატრულ-ინსპექტორები უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ შეაჩერებდნენ ბ.ხ.-ს მიერ მართულ ავტომანქანას და მძღოლთან განახორციელებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მოქმედებებს, თუმცა, გორის გვირაბიდან მაღალი სიჩქარით გამომავალმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება, მუხრუჭის გარეშე გადავიდა პირველ ზოლში, რის შედეგადაც დაეჯახა გვერდულ ზოლში მდგარ ავტომანქანა ,,FORD TRANSIT 190 EF“-ს, ხოლო შემდეგ კი - საავტომობილო გზაზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანას ,,MERCEDES-BENZ ACTROS“. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42