გარდაცვლილი ბექა ხახუბიას დევნაში მონაწილე პოლიციელები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
სამართალი - 15:01, 11 Aug, 2017     11081
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე ბრალდებული საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისფლეს.

სასამართლომ სამივე პატრულ-ინსპექტორს უფლება-მოსილების შესრულებაც შეუჩერა.

პროკურატურა აცხადებდა, რომ პოლიციელთა თანამდებობებიდან გამომდინარე არსებობდა საფრთხე, რომ მათ ზემოქმედება მოეხდინათ საქმის მოწმეებზე, რაც საბოლოოდ მოსამართლემ გაითვალისწინა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ სამი ბრალდებულიდან ერთ-ერთს, რომელიც ათმეთაური იყო, მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით უფლება-მოსილება შემთხვევიდან მალევე შეუჩერდა.
პროკურატურა პოლიცილებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას და მათი სამსახურიდან ჩამოცილებას ითხოვს.

ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები თავს დამნაშავედ არ გრძნობენ და აცხადებენ, რომ მათ დევნის ოპერაციას კანონის სრული დაცვით ახორციელებდნენ.

„თუ ეს პირი განაგრძობდა მოძრაობას, მის მიმართ შეწყდებოდა ეს ღონისძიებები და არ აღიკვეთებოდა მისი საქმიანობა. სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, არ იყო გამორიცხული, რომ ავტომაგისტრალზე მოძრავ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შექმნოდა გარკვეული საფრთხე... გზის ეს გადაკეტვა და ეს ღონისძიება მიზნად არ ისახავდა კონკრეტული პირის მიმართ რაიმე დაზიანების მიყენებასაც. მიზანი იყო, შეეჩერებინათ ეს ავტომობილი,“ - აცხადებს ნოდარ ცინცაძე.

პროკურორის განცხადებით პასუხისგებაში მიცემულთაგან ერთ-ერთია ის პირი ვინც უშუალო ბრძანება გასცა.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სამ პირს წარედგინა ბრალდება, მათ შორის, ერთ-ერთი პიროვნება არის ის, ვინც გასცა აღნიშნული მითითება, ხელმძღვანელი, ათმეთაური,“ - აცხადებს გიორგი ლეკიშვილი.

საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონის სასამართლოში 2 ოქტომბრიდან დაიწყება. მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

16-17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად, ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილის სიცოცხლე შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას დაიღუპა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42