"ბრალდება ხმამაღლა რომ წაიკითხო, შეიძლება "გააცინე და მოიგეში" 2 ათასი ლარი მოიგო" - თემურ ჯანაშია
სამართალი - 11:37, 10 Aug, 2017     4415
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დოქტორ დოტის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით საქმე არ არის აღძრული და მისი ვიზიტის ხარჯები სდსს-ს არ გაუწევია.

როგორც ჯანაშიამ სასამართლოში, ე.წ. "პიჯაკების საქმის" დაწყებამდე განაცხადა, დოქტორ დოტის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით საქმე არ არის აღძრული.

"დოქტორ დოტის დაკითხვაზე ინფორმაცია საერთოდ "ღადაობაა". დოქტორ დოტიზე საერთოდ მასალები არ არის და მისი ხარჯი საერთოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არ გაუწევია. ეს ინფორმაცია არის შავი პიარისთვის. დოქტორ დოტი იყო ჩამოსული თბილისში და მისი ეს მოგზაურობა დააფინანსა ადმინისტრაციამ. ბრალდება ხმამაღლა რომ წაიკითხო, შეიძლება "გააცინე და მოიგეში" ორი ათასი ლარი მოიგო. იქ წერია, რომ დოქტორი დოტის ჩამოსვლა რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამიტომ დაადო პრეზიდენტმა გრიფი მსგავს ხარჯებს და ამით გაიფლანგა თანხები.

დოქტორ დოტის ვიზიტის ხარჯები პროკურატურაში დევს, საქმე არ არის აღძრული, არავინ დაუკითხავთ ადმინისტრაციიდან მარტივი მიზეზის გამო - მე ვიყავი სამიზნე და არა ადმინისტრაცია" - განაცხადა სდსს-ს ყოფილმა უფროსმა.

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დღეს დაცვის ყოფილი წევრი იკითხება. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმე ზურაბ ჭყოიძეს უსმენენ.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ მოწმე დაადტურებს თუ როგორ მოხდა მასაჟისტის, ექიმ დოტის ჩამოყვანა საქართველოში და ასევე იმ ფაქტს, რომ ის პრეზიდენტს უწევდა მომსახურებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42