ე.წ. პიჯაკების საქმე - სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. პროკურატურა მოწმედ სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს წარმოადგენს.
ადვოკატების შეფასებით, ბრალდების მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ რეალური მტკიცებულებები არ გააჩნია.
“ბრალდების მხარე დაკითხავს თავის სიაში მითითებულ მოწმეს, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჯერ არცერთ მოწმეს არანაირი ჩვენება მიხეილ სააკაშვილის ან თეიმურაზ ჯანაშიას წინააღდეგ არ მიუცია, იმდენად რამდენადაც ფაქტები, რაზეც პროკურატურა ედავება ამ ორ ადამიანს, თავის არსით, სამართლებრივად აბსოლუტურად კანონიერი მოქმედებებია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ბრალდების მხარის მოწმეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მასაჟისტ დოროტი შტეინს, იგივე დოქტორ დოტის დაკითხვას შეეხებოდა, არ ადასტურებს მთავარი პროკურატურა:
“გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დოქტორ დოტი უნდა დაიკითხოს ხვალინდელ პროცესზე თუმცა დაცვის მხარე დაზუსტებულ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ფლობს. როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, აპირებენ ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკითხვას, ის დაადასტურებს იმას, რომ ამგვარი ხარჯები გაიცემოდა სრულიად კანონიერად “ - განაცხადა ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






