"სრულიად შიშველი იყო, კარი გასაღებით გააღეს, მკვლელობას არ გამოვრიცხავ“ - ექსკლუზიური დეტალები ბათუმის ტრაგედიაზე
სამართალი - 11:29, 09 Aug, 2017     40961
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ ნაპოვნი 2 ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ბათუმის პროზექტურიდან გვიან ღამით საკუთარ სახლებში გადაასვენეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია გახდა, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ახალგაზრდების გარდაცვალება ე.წ „ბიოს“ მოხმარებას გამოეწვია. თუმცა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არცერთი მათგანი ნარკოტიკს არასდროს მოიხმარდა.

გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სახლთხუციშვილის ახლობლები „ნიუპოსტთან“ ვარაუდობენ, რომ მამაკაცები მოკლულები არიან.

ახალგაზრდების გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, შს სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, არცერთი გარდაცვლილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

„ნიუპოსტი“ მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილი ახალგაზრდების მეგობარს ესაუბრა. მისი თხოვნით, ჩვენ რესპონდენტის ვინაობას არ ვასახელებთ.

„ვიცოდი, რომ ბათუმში დასასვენებლად ერთი თვით იყვნენ წასულები, გიორგი და ზვიო ძალიან მეგობრობდნენ. როგორც ვიცი, ორივე ცალ-ცაკლე ოთახში იპოვეს. ერთ-ერთი საწოლზე სრულიად შიშველი იწვა და თავი იატაკზე ჰქონია დადებული“- აღნიშნა გარდაცვლილთა მეგობარმა.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გიორგი ხაჭაპურიძე საშიში ინტერნეტ თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ აქტიური მომხმარებელი იყო.

„ეს როლი გიორგიმ ერთ-ერთი ცნობილი გადაცემისთვის მოირგო. როგორც ვიცი, ის აღნიშნულ თამაშს არ თამაშობდა“- აღნიშნავს ხაჭაპურიძის ახლო მეგობარი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ შემთხვევა გარდაცვლილთა სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდებოდეს.

„სიძულვილით მოტივირებულ მკვლელობას არ გამოვრიცხავ, რადგან ბინაში, მაგიდაზე როგორც მითხრეს, 5 -ზე მეტი ჭიქაა ნაპოვნი, ამასთან ერთ-ერთი მათგანი შიშველი იყო. არის კიდევ ერთი დეტალი - გიორგი ძალიან ფრთხილი იყო, ის ხშირად ამოწმებდა ჩაკეტილი იყო თუ არა კარი, გასაღებს სწორედ საკეტში ტოვებდა, ამ თვისებიდან გამომდინარე, ეჭვს აჩენს ის გარემოება, რომ ბინის მეპატრონემ კარი გარედან საკუთარი გასაღებით გააღო. იმედია გამოძიება ობიექტური გამოძიების შედეგს დადებს, მანამდე კი მე მკვლელობის ვერსიისკენ უფრო ვიხრები, ვიდრე უბედური შემთხვევის“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ გარდაცვლილთა მეგობარმა.

ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, რომ გიორგის ვიღაც აშანტაჟებდა.

„მან ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც კი დაწერა და შესაბამის ორგანოებს მიმართა, დეტალები არ ვიცი, მაგრამ საქმე შანტაჟთან გვქონდა“- აღნიშნავს მომღერლის მეგობარი.

ბათუმში მომხდარი ფაქტს სამართალდამცავები 115-ე მუხლით იძიებენ რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე კი გუშინვე გავრცელდა ვერსია, რომ ახალგაზრდა მამაკაცები მოკლულები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრებს ძალადობის კვალი აღენიშნება.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით დასკვნას 30 დღის განმავლობაში დადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42