6 ჭიქა და სხეულზე სისხლჩაქცევები - მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა ბათუმში?
სამართალი - 20:36, 08 Aug, 2017     16005
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს ბათუმში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა იდენტიფიცირებულია.

სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერების მიხედვით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

ცხედრები ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

ბათუმში, ხიმშიაშვილი ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დღეს მათმა მშობლებმა იპოვეს.

მომღერალ გიორგი ხაჭაპურიძისა და მოდელ ზვიო სახლთხუციშვილის ახლობლები „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. თუმცა აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მათგანს კიდურებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, ხოლო პირი ქაფით ჰქონდა სასვე.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილების მიერ ნაქირავებ ბინაში, მაგიდაზე დაახლოებით 6 ჭიქა იდგა, რომელშიც მოყავისფრო სითზე იყო მოთავსებული.

შინაგან სამეთა სამინისტროში დამატებით კითხვებს ამ დროისთვის არ პასუხობენ. ცნობილია, რომ უკვე დაიკითხა გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიო სახლთხუციშვილის მეგობარი, რომელმაც ისინი დაახლოებით 4 დღის წინ ნახა.

გიგა გელხვაძე ამბობს, რომ მეგობარმა ბათუმში კონფლიქტის შესახებ უამბო. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო მიღებას, გარდაცვლილთა მეგობარი აღნიშნავს, რომ არცერთი მათგანი ნარკოტიკს არ მოიხმარდა.

„სისხლი, რომელიც ნახსენები იყო ტელევიზიების მხრიდან, როგორც ამიხსნეს, სისხლი ფრჩხილებიდან და თვალებიდან მოდის როდესაც სხეული, გარკვეული დროსი შემდეგ გახრწნას იწყებს. შს სამინისტროში ყოველგვარ ძალადობას გამორიცხავენ“- აცხადებს დაკითხვიდან გამოსული გელხვაძე.

მომხდარის ირვლივ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთ მამაკაცს ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ამის არგუმენტად სისხლიან ლეიბს ასახელებეს.

"პოლიციამ გამოიტანა ეს ამბავი, მე ჩემი თვალით არ მინახავს"- აცხადებს ხიმშიაშვილი ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე.

აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები ნარკოტიკის მიღების ალბათობასაც უშვებენ და აცხადებენ, რომ ერთ-ერთ გარდაცვლილს დუჟი ჰქონდა.

გამოძიებისთვის ალბათ საინტერესო იქნება დეტალი - მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძე 26 ივნისით დათარიღებულ "ფეისბუქ" პოსტში მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე საუბრობს და პროკკურატურას უმოქმედობაში ადაბაშაულებს.

ახალგაზრდები ბათუმში თბილისიდან, დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

მშობლები მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42