განზრახ მკვლელობისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამართალი - 14:05, 08 Aug, 2017     1751
თელავის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის გ.ძ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში არსებულ სტადიონთან, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ვ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა იმავე სოფელში მცხოვრებ ძმებ გ. და დ.ძ.-სთან, რაც ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის განმუხტვაც იქ მყოფმა პირებმა მოახერხეს. რამდენიმე საათის შემდეგ ვ.ს. მეგობრებთან ერთად ძმების, გ. და დ.ძ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღნიშნულით განაწყენებულმა გ.ძ.-მ, შურისძიების მოტივით ვ.ს.-ს მოკვლა განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი 27 მარტს, ღამის საათებში სანადირო თოფით შეიარაღებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, ვ.ს.-ს სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა და სტადიონზე გასვლა მოსთხოვა, შემდეგ კი ადგილზე მისულს ორჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ. ს. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 6,12 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“. გ.ძ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.ძ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”- აღნისნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42