დავით როსტომაშვილზე თავდასხმა - პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა
სამართალი - 18:06, 05 Aug, 2017     2999
"კურიერის" ინფორმაციით, მსახიობ დავით როსტომაშვილის საქმეზე პოლიციამ რამდენიმე დღის წინ კიდვე ერთი პირი დააკავა.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით აგაჯანოვი ყაჩაღობაში დახმარების ბრალდებით აიყვანეს.

„აგაჯანოვი არ უარყოფს, რომ მანქანით მოძრაობდა და მივიდა იმ ადგილას და ასე შემდეგ,“ - აცხადებს არტიომ აგაჯანოვის ადვოკატი, გულსუნდა პოლიაშვილი.

ზურაბ ქუთელიას ადვოკატი, ალექსანდრე კობახიძე, კი აცხადებს, რომ არტიომ აგაჯანოვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, რათა მან ხელი ზურაბ ქუთელიას დაადოს.

„აგაჯანოვი იმიტომ დააკავეს, რომ მასზე ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომ ხელი დაადონ ქუთელიას. მან უკვე ითანამშრომლა გამოძიებასთან და თქვა კონკრეტულად, ძალიან ცალსახად, რა იყო, როგორ იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ბრალდების მხარემ აღნიშნული არ გაიზიარა და გადაწყვიტა, რომ მაინც ციხეში გაეშვათ ეს პიროვნება, რომელიც მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანია,“ - განაცხადა ალექსანდრე კობახიძემ.

როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებული ბექა კირვალიძის დედა, ლია ბეჟაშვილი, აცხადებს, რომ სამართალდამცველებს მისი შვილის წინააღმდეგ ნივთმტკიცებულება არ გააჩნიათ.

„ცხელ კვალზეა ჩემი შვილი დაჭერილი. როდემდე უნდა იმალოს ჩემი შვილი ან როდემდე იხარშონ ეს, თუნდაც, ზურა ქუთელია და ეს აგაჯანოვი ციხეში? პროკურატურა აწვება ამ ბავშვებს, რომ ეს ყაჩაღობა დამტკიცდეს,“ - აცხადებს ბექა კირვალიძის დედა, ლია ბეჟაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42