როგორც დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ სასამართლოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ბრალდებულმა ჩვენება შეცვალ მორიგი სიცრუეეა.
„ბრალდებული რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. მას შეეძლო დუმილის უფლება გამოეყენებინა, მაგრამ მისი ამოცანაა სასამართლომ იცოდეს სიმართლე და გამოიტანოს ობიექტური გადაწყეტილება თუ როგორ შეიკერა ეს საქმე თავიდან ბოლომდე.
ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. შესაბასად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი ჩვენება თავიდან ბოლომდე იყო მტკიცებულებაზე დაყრდნობით. რაც შეეხება იმას, რომ მან ჩვენება შეცვალა ეს არის მორიგი სიცრუე“ - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის თქმით, კი ბრალდების მხარე ბრალდებულის ჩვენებას არ ენდობა.
„ვერცერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი. მოსამართლისგან შენიშვნებიც მიიღეს ადვოკატებმა. ბრალდებულმა ვერ აგვიხსნა, რატომ ინტერესდებოდა ციანიდის მომწამვლელი ეფექტით“ - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
მომდევნო სასამართლო პროცესი 10 აგვისტოს ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






