"საუბრობდა გადმოცემით არსებულ ინფორმაციაზე"- პროკურატურისთვის ფირცხალავას სკანდალური ჩვენება არადამაჯერებელია
სამართალი - 19:00, 01 Aug, 2017     1829

ციანიდის საქმე - ყოფილი პოლიციელის, ირაკლი ფარცხალავას მიერ სასამართლოსთვის მიცემული სკანდალური ჩვენება პროკურატურისთვის არადამაჯერებელია.

როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფირცხალავას ინფორმაცია, რაზეც სხდომაზე ისაუბრა, მესამე პირებისგან ჰქონდა.

"თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ფირცხალავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ფირცხალავს მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება არ შეესაბამება რეალობას. ირაკლი ფირცხალავა საუბრობდა გადმოცემით არსებულ ინფორმაციაზე. ის არ ყოფილა კონკრეტული ფაქტის შემსწრე. ირაკლი ფირცხალავა არის მოწმე, რომელიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულა და არსებობს აერაერთი განაჩენი, სადაც მოსამართლე საუბრობს, რომ ირაკლი ფირცხალავა ყოველთვის სუბიექტურ მიმართულებას აძლევს ჩვენებას და მისი ჩვენება არცერთმა მოსამართლემ დღევანდელ დღემდე არ გაიზიარა,” - აღნიშნა პროკურორმა.

გუბეკლძე არ გამორიცხავს, რომ ფირცხალავას შესაძლოა პირადი მოტივი ჰქონდეს, რადგან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გასამართლებულია განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე.

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის მია ზოიძის ინფორმაციით, სასამართლოზე დაკითხვისას ირაკლი ფირცხალავამ დაასახელა კონკრეტული სახელი და გვარები, ვის საქმეშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა როგორც აგენტი.

ზოიძე ირაკლი ფირცხალავას ჩვენებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ირაკლი მამალაძე ერთ-ერთი ტელეკომპანიიდან სწორედ იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ ის ფარულად იწერდა საკუთარ თანამშრომლებს.

გარდა ამისა დაცვის მხარის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, ფირცხალავას განცხადებით, ირაკლი მამალაძე თემურ თათარაშვილის საქმეში ფიგურირებდა.

თავად მომღერალი ინფორმაციას არ ფლობს და ამბობს, რომ კარგი იქნებოდა თუ მეტ დეტალს გაიგებდა.

ფირცხალავას ბრალდების კომენტირებისას პროკურატურის ანალოგიურ განცხადებას აკეთებს საქმის მთავარი მოწმე.

ირაკლი მამალაძემ "ნიუპოსტს" უთხრა რომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი "გაბოროტებულია და პროკურატურასთან საკუთარი ანგარიშები აქვს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42