„საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები დამნაშავედ სცნეს
სამართალი - 18:29, 31 Jul, 2017     2089
სასამართლომ „საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები დამნაშავედ სცნო. დაკავებულებს 10, 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები - თ.ლ., თ.მ. და მ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2013-2016 წლებში, შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორმა თ.ლ.-მ, საზოგადოების დამფუძნებლის - თ.მ.-სა და კომპანიის ფაქტობრივი მმართველის - მ.ფ.-ს წაქეზებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაფლანგა 2343 მოქალაქისგან სესხის სახით აღებული ათეულობით მილიონი ლარი.

სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ფ.-ს განუსაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თ. ლ.-ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო თ.მ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე დამატებითი სასჯელის სახედ სამივე მსჯავრდებულს განესაზღვრათ თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა"- აღნისნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42