"პატრიარქის გარდაცვალებამდე შორენა გაგიჟდება..." - ე.წ. ციანიდის საქმის დეტალები და ადვოკატების განცხადება
სამართალი - 16:21, 28 Jul, 2017     16595
საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. პროკურორმა ჟურნალისტებთან სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 10 ტომიანი წერილობითი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ დასტურდება, რომ ბრალდებულმა ნამდვილად მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

ზვიად გუბელაძის განცხადებას ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებმა უკვე უპასუხეს. გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ვერანაირად ვერ დასტურდება რომ გიორგი მამალაძეს ვინმემ ციანიდი გადასცა.

პაატა მეხრიშვილი კი აღნიშნავს, რომ "დღეს განხილული მტკიცებულებები იყო ჩვეულებრივი მაკულატურა - მას ის ფასიც კი არ აქვს, რაზეც არის დაბეჭდილი".

"ერთადერთი ფრაზა, რომელზეც არის დაყრდნობილი ბრალდება არის ის, როცა გიორგი მამალაძე ამბობს, შორენა უნდა გავუშვათ მარილზეო. ამაში მამა გიორგი გულისხმობდა შორენას გაგიჟებას, რაც მას ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველებაში უწერია. თუ ბრალდება ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვარაუდობს გამამტყუნებელ განაჩენს, ეს არის სასაცილო და სახალისო", - განაცხადა მეხრიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე უკვე გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერის სტენოგრამა წარადგინა, რომელშიც დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მარილზე გაშვების კონტექსტში ეუბნება, რომ "პატრიარქის გარდაცვალებამდე შორენა გაგიჟდება, მას ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველება აქვს, საპატრიარქოს ”კრუგებს” დაარტყამს და შიგნით არ შეუშვებენ".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42