პროკურატურამ სასჯელაღსრულების სამინისტროში შესაძლო კორუფციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სამართალი - 20:26, 27 Jul, 2017     1557
მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.


"საქართველოს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული განცხადებები. კერძოდ, 2017 წლის 10 ივლისს გავრცელდა მოქალაქე გიორგი ბაჯელიძის განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სამ შემთხვევაში - შპს „ბეიქერთან“, შპს „ნილთან“ და შპს „ქალი და ბიზნესთან“ ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევით და სამინისტროს ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა კორუფციული გარიგების ფაქტს. აღნიშნულის საპასუხოდ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც გ.ბაჯელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, სამინისტროს შპს „ნილთან“ არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული და ხსენებული კომპანია არ ახდენდა პატიმრებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას, ხოლო დანარჩენ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. კახა კახიშვილმა აღნიშნულ განცხადებაში სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

ამ დროისთვის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და მიღებული შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42