"ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და წააქცია"- ცოლზე და სიდედრზე ძალადობისთვის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
სამართალი - 18:03, 27 Jul, 2017     1139
პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ახალციხეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მ ყოფილი მეუღლის დედას ლ.რ.-ს, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ო.რ.-ს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმით და რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.რ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.
ა.გ. სამართალდამცველებმა ფაქტის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ა.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42