პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ "მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ვერ მოხდება მისი გადაცემა რადგან იგი არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა დაუშვებელია".
უკრაინის პროკურატურამ სასამართლოსგან კიევის ყოფილი მერის, საქართველოში მცხოვრები მილიონერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მიიღო.
როგორც უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებულგანცხადებაშია საუბარი, გამოძიება ეხება კიევის გზაზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის უკანონო მშენებლობის ფაქტს.
პროკურატურის ცნობით, ამჟამად კიევის ყოფილი მერის ადგილსამყოფელი უცნობია.
"იმის გათვალისწინებით, რომ ის გამოძიებას თავს არიდებს და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, 2017 წლის 25 ივლისს სასმართლომ მისი დაპატიმრების ნებართვა გასცა" - ნათქვამია განცხადებაში.
ჩერნოვეცკი კიევის მერის თანამდებობას 2006-2012 წლებში იკავებდა.
უკრაინული "პრავდას" ინფორმაციით, თავად ჩერნოვეცკი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს "იური ლუცენკოს შურისძიებას" უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






