„შესაძლებელია რომ საქმის გამოყოფის საკითხი დადგეს. არ შეიძლება მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდოს ირაკლი ჩხვირკიას “- განაცხადა პაატა შავაძემ.
საქმეების გაყოფის მოთხოვნაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, მისი თქმით მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩხვირკვია პოლიტპატიმარია.
„თუკი საქმეები გაიყოფა, ღოღობერიძე გათავისუფლდება და სასამართლო გაამტყუნებს ჩხვირკიას. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება რასაც ვამბობთ, რომ ჩხვირკია არის პოლიტპატიმარი.“ განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ მერაბ ღოღობერიძის საქმის გამოყოფით ძალოვანი სტრუქტურებიც არიან დაინტერესებულნი და ისინი ღოღობერიძესთან საპროცესო გარიგებას აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






