„მისი ამ სამსახურში დანიშვნის დღიდან, შორენა თეთრუაშვილმა ის აითვალისწუნა და ყველანაირად ცდილობდა მის დისკრედიტაციას და მის საქმიანობაში უხეშად ჩარევას, ეს არ გამოსდიოდა და ამით შორენა ძალიან ღიზიანდებოდა. სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ ის შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით პატრიარქის დარწმუნებას ცდილობდა, რაზეც პატრიარქმა სამჯერ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა სხვადახვა მღვდელმთავრის თხოვნის გამო პატრიარქმა თეთრუაშვილი არ გაათავისუფლა. მან ისიც დაადასტურა რომ შორენა თეთრუაშვილს ახასიათებს თხოვნები ნებისმიერ პირთან, ნებისმიერი ფორმით და საშუალებით, გაიხსენა როგორ სთხოვა მას გველის შხამი. ბუნებრივია სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ მამა გიორგის არანაირ მკვლელობის მომზადებასთან კავშირი არ აქვს და შორენა თეთრუაშვილის არანაირი მკვლელობის სურვილი არ ქონია. შორენა თეთრუაშვილი არ იყო ის პირი, რომელსაც შეეძლო სასულიერო პირების დაწინაურებაზე ან დაქვეითებაზე ზეგავლენა მოეხდინა.“- განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






