როგორც ირაკლი იობიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მშენებლობაზე გათვალისწინებული და დაცული კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არ იყო.
„პირველადი დათვალიერებით, დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები. არ იყო გათვალისწინებული და დაცული კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. რაც შეეხება საბოლოო მოკვლევას, დასკვნას შევადგენთ და გადავცემთ ორგანიზაციას. პასუხისმგებლობის საკითხს ჩვენ არ განვსაზღვრავთ, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ,“ - განაცხადა ირაკლი იობიძემ .
ცნობისთვის, დღეს დიდ დიღომში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






