გერმანიაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის საქართველოს შსს-ს მიერ დაკავებულ მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა
სამართალი - 12:25, 25 Jul, 2017     6499

მიმდინარე წლის 20 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 2013 წელს ჩადენილ დანაშაულებში - ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული პირი გერმანიაში ჩადენილი დანაშაულებისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, პოლიციის ატაშეების აქტიური ჩართულობით, გამოძიების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანელ სამართალდამცველებთან, როგორც ოპერატიულ დონეზე, ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების შეგროვების კუთხით.

გერმანული მხარის მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე აწარმოა (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).

ზემოხსენებული მასალების თანახმად, 1986 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1977 წელს დაბადებულმა ნ.ძ.-მ, რომელსაც ამავე დანაშაულისთვის ნიურნბერგ-ფიურტის მიწის სასამართლოს მიერ გერმანიაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 2013 წლის ივნისში ქალაქ ნიურნბერგში, 1928 წელს დაბადებული ა.მ.-ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწიეს, ბინის მესაკუთრეს ხელ-ფეხი შეუკრეს და გაგუდეს. შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბინიდან, სხვა ნივთებთან ერთად, „როლექსის“ მარკის, 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შსს-ს შორის მუდმივი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში, საერთაშორისო მასშტაბის, უპრეცედენტო ღონისძიება განხორციელდა.

ძებნილი პირი, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმალვაში იყო, კონსპირაციულად გადაადგილდებოდა, ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად წარმატებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, იგი 2016 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42