"ოხანაშვილი და მამალაძე გეგმავდნენ სასულიერო პირების დისკრედიტაციისთვის სტატიებს" - პროკურორი
სამართალი - 11:10, 25 Jul, 2017     3902
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ დღეს სასამართლო პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროს სოსო ოხანაშვილთან ერთად დაკითხავს იმ პირს, რომელსაც პროკურორის თქმით, მამა გიორგი მამალაძე გერმანიაში გამგზავრების წინ შეხვდა და მისგან სხვადასხვა ნივთი მიიღო.

“გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ვგეგმავთ მოწმის დაკითხვას. ის არის გიორგი მამალაძის უახლოესი მეგობარი. პირი, რომელოც უკანასკნელად ნახა გიორგი მამალაძემ, სანამ აეროპორტში მივიდოდა. აღნიშნულმა პირმა მამალაძეს გადასცა სხვადასხვა ნივთები. ამასთან დაკავშირებით გვექნება შეკითხვები” - განაცხადა გუბელაძემ.

პროკურორის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის უახლოესი მეგობარი სასულიერო პირს სხვადასხვა სასულიერო პირის დისკრედიტაციის მიზნით სტატიების მომზადებაში ეხმარებოდა.

დღეს დასაკითხ პირთა შესახებ კომენტარი გააკეთა დაცვის მხარემაც.

მიხეილ რამიშვილის თქმით, “მოწმე იტყვის თუ რა ნივთები გადასცა და ნათელი მოეფინება ყველაფერს".

"გამოჩნდება ეს ნივთები რამდენად არის საქმესთან შემხებლობაში და კონკრეტულად, ციანიდთან. ზუსტად არ ვიცი მოწმე ვინ არის,”- აცხადებს ადვოკატი.

დღეს ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა. პროცესი ჟურნალისტებისთვის დახურულია.

ცნობილია, რომ ოხანაშვილის დაკითხვა 14:00 საათზე სკაიპით მოხდება.

პროკურორის თქმოთ, ბრალდება დაინტერესდება “ ვისი მოწმეა რეალურად სოსო ოხანაშვილი".

გუბელაძე აცხადება, რომ ასევე "ოხანაშვილი და მამალაძე ერთად გეგმავდნენ სასულიერო პირების დისკრედიტაციის მიზნით სტატიების მომზადებას".

მისი თქმით, ბრალდების მხარე ოხანაშვილს გერმანიაში ყოფნის დროს იქ განვითარებულ მოვლენებზე დაუსვამს კითხვებს.

"რაც შეეხება სოსო ოხანაშვილს, ჩვენ ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. სოსო ოხანაშვილი ბრალდებულის უახლოესი მეგობარია და ჩვენ მასთან ბევრი კითხვას გვაქვს. გარდა ამისა, ვკითხავთ, თუ რატომ განაცხადა პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე უარი", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42