პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა
სამართალი - 17:28, 24 Jul, 2017     6538
პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავა - ამის შესახებ "ნიუპოსტს" შოთაძის უწყებინად აცნობეს.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ა.დ. დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 ივნისს დაახლოებით 16:30 საათზე ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მივიდა ა.დ., რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ ეცვა სამსახურებრივი მაისური და თან ჰქონდა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ამ დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ რ.ქ, მისი მეგობარი მ.დ. და მეზობლად მცხოვრები პირები. ა.დ.-მ რ.ქ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა. რ.ქ.-მ გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ა.დ. მას მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ა.დ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ.ქ.-ს მეგობარს მ.დ.-ს და ლანძღვა-გინება დაიწყო იქვე მყოფი სხვა პირების მიმართ. ა.დ.-მ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ.

ა.დ. სამართალდამცავების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავის საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) იქნა დაკავებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, სასამართლოს ა.დ-სთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"- ნათქვამია ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42