"გამოჩნდა, იგი არის დაინტერესებული მხარე, რამეთუ თავად აუყვანა ადვოკატი ბრალდებულს. მის ჩვენებას ვერ გაიზიარებს სასამართლო. რჩება კითხვის ნიშნები, რატომ ცდილობს დღემდე მეუფე პეტრე დახატოს არასწორი სურათი ოქრომჭედლის ვერსიაზე, რატომ ცდილობს გამოძიების დაწყების დღიდან მეუფე პეტრე, რომ ნებისმიერი ხელით ხელი შეუწყოს ბრალდებულს თავი დააღწიოს ამ მძიმე დანაშაულს, ვინ დგას ამის უკან, ეს კითხვის ნიშნები არსებობს" - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, მეუფის ყველა მოსაზრება, იყო დაინტერესებული მხარის სუბიექტური განცხადებები.
”პირადად მე დავუსვი შეკითხვა მეუფეს: როდესაც ბრალდებული აცხადებს, რომ მას უნდა მოქმედი საწამლავი, რომელიც დააყენებს შედეგს; როდესაც ბრალდებული აცხადებს, ვისთვისაც ციანიდი უნდა, ის ტკბილს არ ჭამს და ექსპერტიზა დაადგენს თუ არა მსხვერპლის ორგანიზმში საწამლავის კვალს, როდესაც ბრალდებული ამით ინტერესდებოდა, რა შუაში იყო აქ ოქრომჭედელი? - მეუფე პეტრემ ამაზე პასუხი ვერ გაგვცა“- განაცხადა წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






