თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს მეუფე პეტრეს დაკითხავენ.როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, დღესვე მამა გიორგი მამალაძის მეზობლებიც დაიკითხებიან.
ზვიად გუბელაძის თქმით, ბრალდების მხარე მეუფე პეტრეს სთხოვს თუ აქვს რაიმე მტკიცებულება მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სასამართლოში წარადგინოს.
პროკურორის ინფორმაციით, გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა რაიმე მტკიცებულება ვერ წარადგინა.
„დღევანდელ პროცესზე გრძელდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. დაიკითხებიან მეზობლები, რომლებიც იარაღთან დაკავშირებით მისცემენ ჩვენებებს, რომ მხოლოდ სასულიერო პირი გიორგი მამალაძე ცხოვრობდა იმ ბინაში და სხვა არავინ, მათ შორის არც სახლის მეპატრონე. გარდა ამისა, დაიკითხება მეუფე პეტრე მის მიერ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით. გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას გამოიკვეთა, რომ ეს არის მხოლოდ მისი შეფასებები და არ ეფუძნება რამე მტკიცებულებას. დღევანდელ სასამართლო პროცესზეც დაიკითხება სწორედ განცხადებებთან დაკავშირებით და ვთხოვთ, რომ თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს“, - განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






