მოსამართლის გადაწყვეტილება დაზარალებულად ცნობილმა პირებმა უკვე შეაფასეს. როგორც განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ თქვა,რომისმოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
მისი თქმთ, დარწმუნებული იყო, რომ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები ჰქონდა დევნოზაშვილის წინააღმდეგ.
"გამოძიება დიდი ხანი მუშაობდა. გარკვეული მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და დარწმუნებული ვიყავი, რომ პროკურატურა იქნებოდა მართალი და მტკიცებულებებით გამყარებული, როცა დევნოზაშვილს ბრალი წაუყენა. დარწმუნებული ვარ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება სარწმუნო სააპელაციო სასამართლოსთვის, რათა ჩვენს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით შეიცვალოს", - აღნიშნა ნათია გედენიძემ.
შოთაძის უწყებას გაწეული სამუშაოეთვის მადლობა კიდევ ერთმა ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემაც გადაუხადა.
მისი თქმით, მტკიცებულებები იმდენად დასაბუთებული იყო, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ მათზე დამაჯერებელი არგუმენტები. გედენიძის ინფორმაციით,პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უმაღლეს დონეზე იმუშავა.
"პროკურატურამ სრულიად დასაბუთებული მტკიცებულებები წარმოადგინა. მტკიცებულებები იყო ისეთი, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ დამაჯერებელი არგუმენტები. მოსამართლის გადაწყვეტილებას სრულად ვეთანხმები. უკვე 100 პროცენტით დარწმუნებული ვართ დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიმართ სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი დადგება", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს კი იმედი აქვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ფონზე, ფოტოგრაფებს სააპელაციო სასამართლო უმოკლეს ვადაში გაამართლებს.
"პროკურატურამ საკმაოდ რთული სამუშაო ჩაატარა და შედეგიც სახეზეა. დევნოზაშვილი და ციხის უფროსი, ე.წ. კილერა დამნაშავედ ცნეს. პარალელურად, მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში მეორე პროცესი, სადაც ჩვენ უნდა გვცნონ უდანაშაულოდ და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანონ. მე იმედი მაქვს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი გამამართლებელი განაჩენი მალე დადგეს", - განაცხადა აბდალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






