2 პირი პენიტენციალურ დაწესებულებაში 1 წელს 7 პირი კი 1 წელს და 6 თვეს გაატარებს, პირობითი სასჯელი კი თითოეულ მათგანს 3 წელი განესაზღვრა.
ამ 9 პირს შორის არის მერაბ მურვანიძეც, რომელიც 11-12 მარტის ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებული ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმედ გამოვიდა და მან ჩხვირკია და ღოღობერიძე არეულობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. სასამართლომ მას ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრა 1 წელი პატიმრობა და 1 წელი პირობითი სასჯელი.
ბრალდების მხარე უარყოფს გავრცლებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით რომ მურვანიძისთვის სასჯელის შემსუბუქება, სწორედ ჩხვირკია-ღოღობერიძის საქმეზე მოწმედ გამოსვლამ განაპირობა, მათი თქით განაჩენის გამოტანის დროს გათვალისწინებული იქნა მისი ოჯახური მდგომარეობა და ის რომ მურვანიძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა.
მასალის გამოყენების პირობები






