გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ.
გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამო საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება.
„ვიღაც პრაქტიკოსი მოუყვანიათ ვინც გაუკეთა ნარკოზი, ზედმეტი დოზით. დაგვღუპეს, დაიმალნენ, კარები ჩაგვიკეტეს. სახლი გაამზადეთ და ბავშვს მიხედეთო. იმდენი პოლიცია იყო, თურმე ბავშვი მომკვდარა,“-განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ, ეკატერინე ბააკაშვილმა.
მომხდარზე კლინიკის ადმინისტრაციას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილე ექიმები დაკითხეს.
კლინიკა „თერჯოლა-მედში“ გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის საქმის შესწავლა რეგულირების სააგენტოს კომისიამ უკვე დაიწყო.
”კლინიკა „თერჯოლამედში“ გარდაცვლილი 2 წლის პაციენტის საქმის შესწავლას, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რეგულირების სააგენტოს კომისია დღეს დილიდანვე იწყებს”, - აცხადებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






