კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს 800 ლარის ჯარიმა დაეკისრა
სამართალი - 16:31, 18 Jul, 2017     3424
სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სასამართლომ N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 800 ლარის ჯარიმა დააკისრა.

„14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე და სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

2017 წლის 4 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მსჯავრდებულ ჯ.ს.-ს მონახულების მიზნით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მსჯავრდებული ამ პერიოდისთვის გადაყვანილი იყო ლ. სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისგან საქმის წარმოების გაგრძელებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გამოითხოვეს. თუმცა, კანონის აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ მიეწოდათ.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.“

იმავე დღეს, 2017 წლის 4 აპრილს მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უსაფრთხოების ზომების კანონიერების შემოწმების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილით მიმართა N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა ინფორმაცია მის მიმართ გამოყენებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატმა პასუხი ვერც წერილზე მიიღო.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მასალა, საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში”- აღნიშნულია სახლახო დამცველის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42