ხმაური და დაკავება თბილისის ცენტრში - ახალგაზრდების მტკიცებით ნარკოტიკის ჩადებას ცდილობდა (ვიდეო)
სამართალი - 09:22, 18 Jul, 2017     9317

ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. სამართალდამცავებმა მამაკაცი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის გაჩხრიკეს და დააკავეს.

დაკავებული მეგობრები კანონდარღვევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ახალგაზრდა, რომელიც ბარში მოპედით მივიდა, პოლიციელებმა ის გადმოაგდეს და დააპატიმრეს.

მომხდარს მცირე დაპირისპირება მოჰყა პოლიციასა და რამდენიმე ადამიანს შორის. დაკავებულის მეგობრები ამტკიცებენ, რომ პოლიციას ნარკოტიკული ნივთიერების ჩადება სურდა. მათ თქმით, ახალგარზდას პოლიციამ მხოლოდ საძილე საშუალება ,,ქსანაქსი“ აღმოუჩინა.

დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი, ამ დრომდე დიღომში, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ადვოკატი აცხადებს, რომ ჩხრეკისას დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, გიორგი მახარაძის თქმით, ამას ექსპერტიზაც დაადასტურებს. ადვოკატი ამბობს, რომ პრეპარატი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცავებმა ამოუღეს, თავისუფალ ბრუნვაშია და ის აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაჩხრიკეს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42