დაკავებული დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით შორენა თეთრუაშვილმა ვერანაირად ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მკვლელობას დეკანოზი გეგმავდა. მისი თქმით, თეთრუაშვილმა დღევანდელ დაკითხვაზე ისიც დაადასტურა, რომ მას გარკვეული თხოვნებით დეკანოზისთვის მიუმართავს.
თეთრუაშვილმა ვერანაირად ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მკვლელობას დეკანოზი გეგმავდა. მას კონკრეტული კითხვა დავუსვით, ჰქონდა თუ არა რაიმე ანგარების მოტივი მამალაძეს, რომ თქვენი მკვლელობა მოემზადებინა. მან თქვა, რომ არანაირი ანგარების მოტივი მე მისთვის არ მიმიციაო. შემდეგი კითხვა იყო, ჰქონდა თუ არა რაიმე საბაბი მამალაძეს, რის გამოც შეიძლებოდა დეკანოზს მოეკალით? მან თქვა, რომ მისთვის ასეთი საბაბი ცნობილი არ არის. კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ამზადებდა თუ არა დეკანოზი თქვენს მკვლელობას, მან უპასუხა - არ ვიცი. კიდევ ერთი კითხვა, თქვენ მიირთმევდით თუ არა ტკბილს და შაქარს, ეს ფრაზა ვიდეოდანაა, სადაც საუბარი იყო რომ იმ ადამიანის მკვლელობა იგეგმებოდა, ვინც ტკბილს არ ჭამდა - თეთრუაშვილმა თქვა, რომ მე ჩვეულებრივად მივირთმევ ტკბილს და შაქარს, როგორც ყველა ჯანმრთელი ადამიანი. ამით დასტურდება, რომ ვიდეოდან ამოჭრილი ფრაზები შორენას არ განეკუთვნება. ჩვენ შევეკითხეთ, მზადდებოდა თუ არა 100 წლის იუბილე და ამასთან დაკავშირებით დეკანოზთან რაიმე სათხოვარი თუ ჰქონდა. მან ნაწილობრივ დაადასტურა, რომ უკრაინიდან ხელნაწერების ჩატანა სთხოვა, თუმცა ციანიდთან დაკავშირებით თხოვნა უარყო, რაზეც დეკანოზი მის ჩვენებაში საუბრობდა."-განაცხადა ფანცულაიამ.
რაც შეეხება „ციანიდის საქმის“ პროკურორს, ზვიად გუბელაძის თქმით, თეთრუაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულისათვის ციანიდი და გველის შხამი არ უთხოვია, მისი თქმით დაზარალებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ შორენა თეთრუაშვილი დეკანოზისთვის კარიერული წინსვლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო.
"დადასტურდა, რომ ბრალდებული იტყუებოდადა გველის შხამი და ციანიდი თეთრუაშვილს არ მოუთხოვია. მან ასევე ცილისწამებლურ სტატიებზე ისაუბრა, რომლის დამკვეთი იყო ბრალდებული, "- განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






