„მინდა ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას სინანულით მოვუხადო ბოდიში, არ წარმოვადგენ მე იმ საშიშროებას, საფრთხეს, რომ საქმის მსვლელობას შევუშალო ხელი, მქონდა პროგრესული თანამდებობები, ვკითხულობ ლექციებს. არავინ არ მომცემს იმის უფლებას, რომ მივიმალო. არ წარმოვადგენ იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ საქმეს. სინანულით ვსაუბრობ და მზად ვარ ვითანამშრომლო. დუმილის უფლებასაც ვინარჩუნებ იქამდე, სანამ საქმის განხილვა დაიწყება. აუცილებლად ჩავერთვები საქმეში. არა ვარ ცუდი ადამიანი“, - განაცხადა აბესაძემ.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი 15 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.
ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად 13 ივლისს წარუდგინეს. დედაქალაქის მერიის თანამშრომელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამი ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






