"დასადგენია იმ პირთა წრე, ვისი დახმარებით გასცემდა აბესაძე დაპირებებს. შესაძლოა, დანაშაულში არის მასთან ერთად სხვა პირებიც, რაც დასადგენია" - განაცხადა პროკურორმა. ბრალდების მხარის წარმომადგენელმა საქმეში არსებული ფარულილ ჩანაწერიდან ამონარიდიც წაიკითხა:
„კაროჩე“ ახლა რა თემაა „კაროჩე“ მაგას გადაეცი მეთქი, როგორც მითხარი ძმაო სამი ათასი დოლარი, მიდი ახლა და არქიტექტურის გოგოებს მე მივხედავ, არაა პრობლემა ქონების მართვაშიც ჩავა. ის არ თანხმდება 1000 დოლარზე და 2000-ს ითხოვს "- ნათქვამია ჩანაწერში.
სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ფიგურირებს მოპედი და ტორტი.
დაცვის მხარის განცხადებით აბესაძე ჩანაწერებში 3000 დოლარს არ ახსენებს, ამაზე მხოლოდ აგენტ-პროვოკატორი საუბრობს. ადვოკატები ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






