გიორგი გიორგანაშვილის საქმე - მოწმეს ჩხრეკისას ნარკოტიკის ამოღება არ დაუნახავს
სამართალი - 13:10, 14 Jul, 2017     2908
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის, „ბახალას“ პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე დღეს რამდენიმე მოწმე დაიკითხა. ბრალდების მხარის მოწმის თქმით, ის გაემგზავრა თურქეთში, სადაც მას მსახიობმა ნარკოტიკული საშუალება გადასცა. ამის შემდეგ მან დატოვა თურქეთი, თბილისში შემოსვლისას კი, ის სამართალდამცავებმა დააკავეს, რის შემდეგაც მან დაასახელა გიორგი გიორგანაშვილი როგორც ნარკოტიკული ნივთიერების გადმომცემი პირი.

დღეს ასევე დაიკითხა ის ტაქსის მძღოლი, რომლის ავტომობილითაც მგზავრობდა გიორგი გიორგანაშვილი დაკავებამდე. ტაქსის მძღოლის თქმით პირები, რომლებმაც მისი ავტომობილი და ავტომობილში მსხდომები გაჩხრიკეს პოლიციის ფორმებში არ იყვნენ, ტაქსის მძღოლის თქმით უშუალოდ მას არ დაუნახავს ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს თუ არა გიორგი გიორგანაშვილის ჯიბიდან

„სამი მანქანა უკნიდან მომადგა, გადმოვიდნენ, პოლიციის ფორმაში არ იყვნენ. მაჩვენეს საბუთი, რომ უნდა ჩამტარებოდა ჩხრეკა. გადმოვედი მანქანიდან, მითხრეს გაქვთ ისეთი ნივთი, რომ შეგამოწმოთო. მე ვუთხარი, რომ არაფერი არ მაქვს და სუფთა ვარ. მე და გიორგი გიორგანაშვილი ერთად ვიჩხრიკებოდით. მერე ჩემი მანქანა იჩხრიკებოდა. მერე ატყდა რაღაც, რომ აი ნახე სადაა და რომ გავიხედე, თეთრ პარკში იყო რაღაც აბები. ზუსტად არ ვიცი რამდენი იყო და რა იყო“- განაცხადა მოწმემ, მისი თქმით მას არ დაუნახავს ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს თუ არა გიორგი გიორგანაშვილის ჯიბიდან.

ადვოკატი გიორგი მახარაძის განცხადებით დაცვის მხარე გიორგი გიორგანაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს:

„დაიკითხებიან მოწმეები, რომელთაც პროკურატურა წარმოადგენს, მათი ვინაობა ჩვენთვის წინასწარ ცნობილი არაა. ასევე შუამდგომლობას დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და გირაოთი გათავისუფლებას, იმედი გვაქვს რომ სასამართლო გაიზიარებს, ვინაიდან ჩვენი შუამდგომლობა აბსოლუტურად არგუმენტირებულია. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეს გიორგი დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას“- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" პუნქტი, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით შემცველობის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის დააკავეს. მას თავისუფლების აღკვეთა 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ ემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42